პარი სენ ჟერმენის ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა, დღეს სტ. ეტიენთან მატჩში, სავარაუდოდ, კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო.
პარიზელთა ათიანმა მატჩის ბოლომდე მიყვანა ვეღარ შეძლო და 88-ე წუთზე იძულებით დატოვა მინდორი. ჯერჯერობით, ტრავმის სიმძიმე უცნობია.
შეგახსენებთ, პსჟ 15 ტურის შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ს 40 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ ნიცას 14 ქულით უსწრებს. წლეულს ნეიმარის ანგარიშზე 3 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.